logo
ENG



ლიტერატურული პრემია საბას 2022 წლის გამარჯვებულები ცნობილია

21 სექ 202223:34
3 წუთის საკითხავი
clock 3063
2022/09/21/flq0fhl0urwnkr6.jpg

დღეს ლიტერატურული პრემია საბას საიუბილეო, მე-20 დაჯილდოება გაიმართა. 

გამოვლინდნენ გამარჯვებულები 9 ნომინაციაში:

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

  • თემურ რეხვიაშვილი, "კურიერის ამბები", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

საუკეთესო პიესა

  • მანანა დოიაშვილი, "მეცამეტე თვე", ჟურნალი პირველი სხივი

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

  • ნუგეშა გაგნიძე, "ცხოვრება ორ სამყაროში - გრიგოლ რობაქიძე", გამომცემლობა არტანუჯი

უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

  • კატია ვოლტერსი - ტარგმანი ოლგა ტოკარჩუკის წიგნისა წინგები იაკობისა, ანუ დიდი მოგზაურობა

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

  • ლანა ღოღობერიძე, "ვისთვის გალობს შაშვი", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

საუკეთესო პროზაული კრებული

  • რატი რატიანი (ნინო სურამელაშვილი), "მკვლელობა სადგურის უბანში" გამომცემლობა პალიტრა L

საუკეთესო პოეტური კრებული

  • ლელა სამნიაშვილი, "ავირეკლოთ", გამომცემლობა ინტელექტი

საუკეთესო რომანი

  • არჩილ ქიქოძე, "ხვლიკი საფლავის ქვაზე", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  • ირმა ტაველიძე, "ბნელ წყლებში", გამომცემლობა დიოგენე

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექცია ქართულ ლიტერატურაში 

  • დავით ჯიშკარიანი, "ბუცები და ტყავის ჩექმა", გამომცემლობა ზიარი
  • რუსუდან გორგილაძე, "დიქტატურის გემო", გამომცემლობა სეზანი

ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია საბა გადაეცა 

  • ლიტერატურული გამოცემა არილი

დღევანდელი ღონისძიება ევროპის ჰიმნით დასრულდა. 

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია საბა 2002 წელს დაარსდა. პრემიის მიზანი გასული წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენაა.


close დახურვა